უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქეთა შემოსვლის წესში. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (✈საჰაერო, 🚗სახმელეთო და ⛵ საზღვაო გზით), საქართველოში შემოდის შემდეგი პირობებით:
ვაქცინირებული მოქალაქე: უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი.
არავაქცინირებული მოქალაქე: განთავისუფლდა PCR-ტესტის წარმოდგენისგან.