დედამიწაზე მზის ამოსვლას ყველაზე ლამაზად სად შეიძლება უყუროთ? სად და ნემრუტის მთაზე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ადიამანის პროვინციაში, ზღვის დონიდან 2150 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ მზის ამოსვლის ყურება ნამდვილი ვიზუალური დღესასწაულია.
ანტიკური სამყაროს ჯადოსნური მემკვიდრეობა
ნემრუთის მთა, რომელიც 1987 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ მწვერვალად ითვლება. იგი გთავაზობთ განსაცვიფრებელ ხედებს მალათიიდან და ადიამანიდან. როგორც კი მწვერვალს მიაღწევთ, თქვენს თვალწინ მომხიბვლავი სცენა გავითარდება. დაინახავთ უზარმაზარ ქანდაკებებს, რომელთა ზომებიც 8 მეტრს აღემატება. კომაგენის მეფე ინტიოქოს I-მა, დაახლ. ძვ.წ 62 წელს ააგო თავისთვის სამარხი-სამლოცველო, რომელიც დამშვენებული იყო ამ 8-9 მეტრის სიმაღლის ქანდაკებებით, მათ შორისაა 2 არწივი, 2 ლომი და ბერძნული, ირანული პანთეონის ღმერთები. არსებულ წარწერებში ნათქვამია, რომ ანტიოქოსის საფლავიც აქ არის, თუმცა ჯერჯერობით იგი ნაპოვნი არ აქვთ მეცნიერებს.
იდეალური გამოცდილება: მზის ჩასვლა და ამოსვლა
ეს მწვერვალი არის პლანეტის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი მზის ამოსვლისა და ჩასვლის საყურებლად. ყოველწლიურად, ათიათასობით ვიზიტორი სტუმრობს მთას და ადის მწვერვალზე, რათა დააკვირდეს ოქროს, ჟოლოს და ცისფერი ფერების შერწყმას უსასრულო ჰორიზონტზე. თუმცა ასვლისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ სეზონის მიუხედავად მაინც თბილად უნდა ჩავიცვათ, რადგან ძირითადად მწვერვალზე მაინც ცივა.
ადიამანი
ნემრუტის მთის გარდა ადიამანს სხვა უპირატესობებიც გააჩნია. რეგიონის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა მას ერთ-ერთ საუკეთესო სამოგზაურო ადგილად წარმოაჩენს ტურისტებში. ამ მხარეში ისტორიულ ადგილებს შორისაა ყარაკუშის ტუმული (Karakuş Tumulus) და უძველესი ქალაქი არსმეია. ხაზი უნდა გავუსვათ მის კულინარიულლ უპირატესობასაც, რომელიც მას ანატოლიის რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო გასტრონომიულ ადგილად აქცევს.