საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, შპს „კოპტერ.ჯი“-ზე სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციაზე თანხმობის სერტიფიკატი გაიცა. კომპანიას კუთვნილი უპილოტო საჰაერო ხომალდებით საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამუშაოების განხორციელების უფლება მიენიჭა:
• დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდების: Mavic 2 Pro, Phantom 4 Pro+, Phantom 4 RTK და Phantom 4 Multispectral გამოყენებით, ფოტო-ვიდეო გადაღება;
• დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის Matrice 200 v2 გამოყენებით, ფოტო-ვიდეო გადაღება და lidar-ის ტიპის ლაზერული სკანერების გამოყენება;
• დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის Matrice 600 Pro გამოყენებით ფოტო-ვიდეო გადაღების და სპეციალური ტვირთის (თოკი – მაქსიმალური წონა 6,5 კგ) დაკიდებით საავიაციო სამუშაოს განხორციელება;
• დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის Agras MG-1P გამოიყენებით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამტვერვა/შეწამვლითი საავიაციო სამუშაოების განხორციელება;
სერტიფიკატის მოქმედების ვადა ერთი წელია და აღნიშნული პერიოდის ფარგლებში ოპერატორის მიერ ფრენების უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განახორციელებს.
„კოპტერ.ჯი“ არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელსაც უპილოტო საჰაერო ხომალდების სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა მიენიჭა, რაც შესაძლებლობას მისცემს ოპერატორს აწარმოოს ისეთი ტიპის და სირთულის სამუშაოები, რომელიც არ არის დაშვებული ღია კატეგორიაში, აღნიშნული კი, ხელს შეუწყობს დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდებით მიღებული სერვისების განვითარებას საქართველოში.
სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციასთან და 5 კილოგრამზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდის შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/upiloto.php
მთავარი ავიაკომპანიები უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორ კომპანია „კოპტერს“ სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის უფლება მიენიჭა