ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა და კონცერნმა Airbus-მა შეთანხმებას მიაღწიეს და 28 ერთეული A220-300-ს მიწოდების ვადები დააკორექტირეს. უფრო კონკრეტულად, 28 ერთეულ საჰაერო ხომალდს, რომელიც მხარეებს შორის დაკონტრაქტებული 50 ერთეული საჰაერო ხომალდის ნაწილია, airBaltic-ი Airbus-გან 2024 წლის ბოლომდე მიიღებს. 

airBaltic-მა  2012 წელს 20 ერთეულ Airbus A220-300-ზე გააკეთა მოთხოვნა. შეკვეთა 2019 წლის სექტემბერში სრულად შესრულდა. იმავდროულად, airBaltic-მა 2018 წლის მაისში კიდევ 30 ერთეულ საჰაერო ხომალდზე გააკეთა შეკვეთა, საიდანაც 2 თვითმფრინავი 2019 წლის პირველ ნახევარში მიიღო.

დღეისათვის airBaltic-ის ავიაფლოტში 22 ერთეული A220-300 ირიცხება. 

COVID-19-ის კრიზისის ფონზე, ავიაკომპანიამ აპრილში ახალი ბიზნეს გეგმა დაამტკიცა, რომელიც 2025 წლამდე პერიოდს მოიცავს.