უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი მგზავრებს საშუალებას აძლევს, ზედმეტი ბარგის საფასური ინტერნეტით გადაიხადონ. Upgrade bagggage ეს SkyUp Airlines-ის ახალი სერვისია, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს ზედმეტი ბარგის საფასური ონლაინ და რაც მთავარია სპეციალური ტარიფით გადაიხადოს.
Upgrade bagggage-ს ფარგლებში მგზავრს საშუალება აქვს, დაშვებული ჩასაბარებელი ბარგის წონა 9 კგ-ით, 23 კგ-დან 32 კგ-მდე გაზარდოს, რაშიც 20 დოლარის გადახდა მოუწევს.
ადრე ზედმეტ წონაზე საფასურის გადახდა მხოლოდ აეროპორტში იყო შესაძლებელი, სადაც 1 კგ-ს ღირებულება 6 დოლარია. შესაბამისად 3 კგ-ზე მეტი ზედმეტი წონის შემთხვევაში მგზავრისთვის Upgrade bagggage სერვისით სარგებლობა უფრო ხელსაყრელია.
ამ დროისთვის SkyUp Airlines-ს მგზავრს Upgrade bagggage-ს შეკვეთა ავიაკომპანიის ქოლ-ცენტრში (0 800 30 31 13) ზარის განხორციელებით ან ელეტრონული ფოსტის (letstalk@skyup.aero) მეშვეობით შეუძლია.
ამის შემდეგ, მგზავრს ეგზავნება სპეციალური ბმული, რომელიც შეიცავს გადახდის ბარათის დეტალების შეყვანის ფორმას.
მომავალში ავიაკომპანია აპირებს, რომ საკუთარ ვებგვერდზე ზედმეტი წონის საფასურის გადახდისთვის, მგზავრის პირად ანგარიშში შესაბამისი ოფცია დაამატოს. რაც SkyUp Airlines-ის მგზავრებისთვის რამდენიმე კვირაში გახდება ხელმისაწვდომი.
Upgrade bagggage-თი სარგებლობა შესაძლებელია რეისამდე მინიმუმ 3 საათით ადრე.