ავიაკომპანია United Airlines-ის პერსონალმა, მოზარდი, რომელიც დამოუკიდებლად მოგზაურობდა, სხვა თვითმფრინავში ჩასვა. მოზარდის დედამ, ბრენდ ბერგმა მიკრობლოგ twitter-ის ავიაკომპანიის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ ტრანსფერის დროს United Airlines-ის თანამშრომლებმა მისი შვილი ნიუ ჯერსის აეროპორტში სხვა თვითმფრინავში ჩასვეს. 14 წლის, ანტონ ბერგი შვედეთში ბებია-ბაბუას მოსანახულებლად მიდიოდა და ამისათვის კი მას ტრანზიტული ფრენა უწევდა. იმის გამო, რომ 14 წლის მოზარდი მარტო მოგზაურობდა და ტრანსფერისას მას ავიაკომპანიის დახმარება ესაჭიროებოდა, United Airlines-მა დამატებით 150 დოლარი მოითხოვა, რაც ბიჭის მშობლებმა გადაიხადეს.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, შეცდომა მოხდა იმის გამო, რომ ბორტზე 14 წლის ბიჭის სახელისა და გვარის მსგავსი სხვა მგზავრიც იმყოფებოდა და ავიაკომპანიის თანამშრომელს აერია. ანტონი, რომელიც შეცდომით სხვა ქალაქში მოხვდა აეროპორტშივე ავიაკომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მას დამატებით 7 საათი მოუხდა ლოდინი, რათა სასურველი მიმართულებით გაემგზავრებინათ.