საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უნგრეთიდან პოპულარულ ბლოგერებს, ინფლუენსერებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს. ტურის მონაწილეები ქუთაისს, საირმეს, მარტვილს, მესტიასა და ბათუმს ეწვივნენ. ბლოგერები საქართველოს საზღვაო, სამთო და სპა კურორტების, სათავგადასავლო ტურიზმის, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ ბლოგებს, პოსტებს, სთორებსა და ვიდეო რგოლებს ამზადებენ. საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ფოტო და ვიდეო მასალას უნგრეთში ათიათასობით ინტერნეტ მომხმარებელი იხილავს. ტურის მიზანია უნგრეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია.
ბლოგერების საქართველოში ჩამოყვანა უნგრეთში, ბუდაპეშტში გამართული გამოფენის “Utazas 2023” შემდეგ დაიგეგმება, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობდა.