უკრაინულმა სატვირთო თვითმფრინავმა ეგვიპტეში იძულებითი დაშვება განახორციელა. ეგვიპტური მხარის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი თვითმფრინავის გაუმართავი ძრავა გახდა.
ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა. თუმცა ეკიპაჟის ყველა წევრი, გამოკვლევების მიზნით, ჰოსპიტალიზებულია. როგორც ირკვევა, თვითმფრინავმა აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხა და ამიტომ მინდორში დაჯდა.
„უკრაინული ბორტი ელ-ალამაინში უნდა დამჯდარიყო, რათა საწვავი შეევსო. თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო თვითმფრინავს ელ-ალამაინამდე მოუხდათ დაჯდომა”, განმარტავს ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი იუნიუს ალ-მასრი.
ირკვევა, რომ თვითმფრინავი უკრაინიდან სუდანის მიმართულებით მიფრინავდა.
თუ რომელ უკრაინულ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა ბორტი, ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.