წლის დასაწყისიდან უკრაინის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, გასულ წელთან შედარებით 13%-ით მეტი გადასახადი გადაიხადეს – 1,4 მილიარდ გრივნაზე მეტი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინულის მედია ქვეყნის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუჯეტში1,2 მილიარდი გრივნას შემოსავალი შევიდა. მიმდინარე წლის მაჩვენებლები კი ომამდე პერიოდთან შედარებით 18%-ითაა შემცირებული. 2021 წლის 9 თვეში ტურიზმის ინდუსტრიიდან სახელმწიფო ხაზინაში 1,7 მილიარდი გრივნა გადაირიცხა.
სხვა დეტალები: წლის პირველ 9 თვეში ტურისტულ საქმიანობაში ჩართული გადასახადის გადამხდელთა საერთო რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ირკვევა, რომ იურიდიული პირების რაოდენობა 24%-ით შემცირდა, ხოლო ფიზიკურ პირთა რაოდენობა 7%-ით. 2021 წელთან შედარებით, მთლიანი კლება 36% იყო; იურიდიული პირების რაოდენობა 51%-ით შემცირდა, ხოლო ფიზიკური პირების რაოდენობა 30%-ით. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 63%-ია, სასტუმროების მიერ გადახდილი – 916,6 მლნ. 2022 წელს გადაიხადეს 765,8 მილიონი UAH, ხოლო 2021 წლის იმავე პერიოდისთვის – 1,3 მილიარდი UAH.