Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა და ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ მსოფლიოში, ზაფხულის ახალი რეკორდი დაამყარა და 2023 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, სხვადასხვა მიმართულებით 33 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

ეს მნიშვნელოვანი ზრდაა ევროპული ავიაკომპანიისთვის, რადგან მგზავრების რაოდენობა, წინა ზაფხულთან შედარებით, 24%-ითაა გაზრდილი.

ზაფხულის სეზონის 33 მილიონზე მეტი მგზავრი, როგორც წესი, წინასწარ ჯავშნიდა დამსახურებელ დასვენებას და ტკბებოდა პლაჟის არდადეგებით, ქალაქის ტურებითა და მონატრებულ ოჯახის წევრებთან შეხვედრებით.

საქართველოშიც, ზაფხულის სეზონზე Wizz Air-მა შთამბეჭდავ 70%-იან ზრდას მიაღწია, მაგრამ აგვისტო-სექტემბერის პერიოდი კიდევ უფრო გამორჩეულია. ამ პერიოდში, ავიაკომპანიის ფრენების შესრულების მაჩვენებელი 99,78%-ია. 2023 წლის სეზონზე, Wizz Air-მა საქართველოში 2.25-ჯერ მეტ მგზავრს უმასპინძლა, ვიდრე წინა ზაფხულს. ამ ზაფხულს ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები იყო: საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

წარმატებული სეზონის აღსანიშნავად, Wizz Air-მა უკვე გამოაქვეყნა 2024 წლის ზაფხულის განრიგი, რომელის შეძენაც 59 ლარიდანაა შესაძლებელი. მგზავრებს შეუძლიათ დაჯავშნონ ფრენები ქუთაისიდან 27-ზე მეტი მიმართულებით, მათ შორის ისეთი პოპულარული ქალაქებში, როგორებიცაა ათენი და თესალონიკი (საბერძნეთი),რომი (იტალია), აბუ დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), პარიზი (საფრანგეთი), პრაღა (ჩეხეთი), კოპენჰაგენი (დანია), ბარსელონა და მადრიდი (ესპანეთი).

„ამ ზაფხულს Wizz Air-ით ფრენა 33 მილიონზე მეტმა ადამიანმა აირჩია და ჩვენ მადლობელი ვართ მათი ნდობისთვის.

გვჯერა, რომ მოგზაურობა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ სხვადასხვა ვარიანტები საზაფხულო არდადეგებისთვის.

2024 წლის განრიგის გამოქვეყნებით, მგზავრებს შეუძლიათ მომავალი წლის წინასწარ დაგეგმვა. მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ უფრო მეტ მგზავრს ბორტზე და აღმოვაჩენინოთ ახალი და საინტერესო მიმართულებები,” – ამბობს როლანდ ტიშნერი, Wizz Air-ის ოპერაციების ოფიცერი.