უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს რამდენიმე მიმართულებაზე ფრენების ნებართვები გაუუქმა.
№ 1338 ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ SkyUp Airlines-ს მარეგულირებელმა უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან ქუთაისის მიმართულებითაც შეუჩერა ფრენების ნებართვა. უფრო კონკრეტულად, SkyUp Airlines-ს ჩამორთმეული აქვს ხარკოვი-ქუთაისი-ხარჯოვის და ასევე ოდესა-ქუთაისი-ოდესას საჰაერო ხაზზე ფრენების ნებართვები, რომელიც ავიაკომპანიამ COVID-19-ის კრიზისამდე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიას უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით ოპერირებაზე დიდი გათვლები ქონდა, თუმცა COVID-19-მა კომპანიის გეგმები შეაფერხა.