აშშ-ს ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ (FAA) ჰოლივუდის მსახიობის ჰარისონ ფორდის ინციდენტზე მოკვლევა შეწყვიტა. როგორც ცნობილია მსახიობს კალიფორნიის სამხრეთით მდებარე აეროპორტში საშიში ინციდენტის მოწყობაში ედებოდა ბრალი. ჰარისონ ფორდი ერთ მოტორიანი თვითმფრინავის – Aviat Husky – შტურვალთან იმყოფებოდა, რა დროსაც ერთადერთი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი გადაჭრა იმ დროს როდესაც სხვა თვითმფრინავი დასაფრენად ემზადებოდა. 

FAA-მ მსახიობს სპეციალური მაკორექტირებელი სასწავლო კურსის გავლა დაევალა, რომლის დასრულების შემდეგ სააგენტომ მის წინააღმდეგ საქმე შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ ჰარისონ ფორდისთვის ეს პირველი საავიაციო ინციდენტი არ არის. 2015 წლის მარტში თვითმფრინავს, რომელსაც მსახიობი მართავდა, ძრავა უჩერდებოდა. შედეგად, ფორდი იძულებული გახდა გოლფის გაზონზე დაშვებულიყო. შემდეგ მან მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.