უკრაინის მთავრობა სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი აეროპორტებისა და პორტების კონცესიად გაცემას განიხილავს. რაც თავის მხრივ ამ ობიექტებს საშუალებას მისცემს დამატებითი კაპიტალი მოიზიდოს. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა გააკეთა.
“რეალურად განვიხილავთ უკრაინის აეროპორტებისა და პორტების კონცესიის წესით გაცემას. ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მათი განვითარებისათვის დამატებითი კაპიტალი მოვიზიდოთ. როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს? მაგალითად, სახელმწიფო აშენებს ასაფრენ/დასაფრენ ბილიკს, ხოლო ბიზნესი აშენებს ტერმინალებს და სხვა თანმდევ ინფრასტრუქტურას. იგივე ლოგიკაა პორტებთან მიმართებაშიც, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს დაღრმავებით სამუშაოებს, ხოლო ტერმინალებს და გადაზიდვებისათვის საჭირო ინფრასტრუქურას ბიზნესი”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.