ტურისტულმა კომპანია „გოუ ტურმა“ ქართულ ტურისტულ ბაზარზე პირველი დაგროვებითი, ლოიალური ბარათი Go Club გამოუშვა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბარათის მფლობელები გახდებიან როგორც მათი უკვე არსებული, ასევე ახალი მომხმარებელები.

ბარათი Go Club მის მფლობელებს (კლუბის წევრებს) საშუალებას მისცემს დააგროვონ ბონუს ქულები „გოუ ტურის“ სერვისებით სარგებლობისას. კლუბის წევრები დაგროვილ ქულებს სასურველ მომენტში გადაცლიან „გოუ ტურის“ ნებისმიერ მომსახურებაში.

„გოუ ტურის“ დირექტორი ნინო წიკლაური აღნიშნავს, რომ ამ ბარათს უახლოეს მომავალში დაემატება ძალიან ბევრი საინტერესო სერვისი, რის შემდეგაც მათი მომხმარებლები შეძლებენ კიდევ უფრო მეტი ბენეფიტებით სარგებლობას. „ასე რომ, ჩვენი ახალი  „go club” – ის წევრებს წინ უამრავი საინტერესო  სიახლე ელოდებათ“, –  აღნიშნავს წიკლაური.

ცნობისათვის, „გოუ ტური“ უკვე 7 წელია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე და მგზავრებს მუდმივად ანებივრებს სხვადასხვა სახის წამახალისებელი თუ საბონუსე პროგრამებით.