უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრა კლიტინა კოსმოსური სააგენტოში იმუშავებს. ის უკრაინის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის მრცეველი იქნება.
ალექსანდრა კლიტინა 2019 წლის ნოემბრამდე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადისლავ კრიკლის მოადგილის პოსტს იკავებდა, ხოლო ამიერიდან ქვეყნის კოსმოსურ თემებზე იზრუნებს.
ახალი თანამდებობის შესახებ კლიტინამ განცხადება საკუთარი Facebook-ის გვერდის საშუალებით გაავრცელა. სააგენტოში ამ დროისათვის ახალი მენეჯმენტია, 2020 წლის იანვარში სააგენტოს ხელმძღვანელად ვლადისლავ უსობი დაინიშნა.
როგორც ალექსანდრა კლიტინამ განმარტა, ის სააგენტოს საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან ურთიერთობაში დაეხმარება.
“რაკეტების აშენებას ჯერ არ მაიძულებენ”, – დასძინა ხუმრობით კლიტინამ.
ალექსანდრა კლიტინა მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა კიდეც.
შეგახსენებთ, რომ ვლადისლავ კრიკლიმ ალექსანდრა კლიტინა 2019 წლის 27 ნოემბერს გაანთავისუფლა, რომელიც სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებს კურირებდა.
კრიკლიმ ეს გადაწყვეტილება გუნდის შიგნით გაუგებრობით ახსნა.