ავიაკომპანია AirAsia მგზავრებს მოუწოდებს, რომ ბორტკვება წინასწარ შეუკვეთონ, რათა ფრენის დროს საჰაერო ხომალდზე მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარული ნორმები, რისი დაცვაც COVID-19-ის პირობებში გახდა აუცილებელი. 

“საავიაციო ინდუსტრიას უნდა შეეძლოს ახალი სიტუაციებთან ადაპტირება. ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ და მგზავრებს საშუალებას ვაძლევთ წინასწარ შეუკვეთონ საკვები და სასმელი პროდუქტები”, – ნათქვამია AirAsia-ს განცხადებაში.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მგზავრს ფრენამდე 24 საათით ადრე აქვს შესაძლებლობა შეკვეთა გააკეთოს, როგორც AirAsia-ს ვებ-გვერდზე ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.