ავიაკომპანია Georgian Airways-ი 26-28 ივნისს თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს განახორციელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავიაბილეთის ღირებულება 213 ლარია (ერთი გზა) და აღნიშნული ტარიფი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსაც.

“ჯერ კიდევ არ გაქვთ დაგეგმილი მომავალი უიქენდი? ბათუმზე ან თბილისზე რას იტყოდით? ჩვენი რეისები დაგეგმილია 26 და 28 ივნისს! თქვენთვის კი განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს: ერთი გზა 213 ლარად, ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებლებს. შეიძინეთ ბილეთი ახლავე ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ან გაყიდვის ოფისებში!”, აღნიშნულია Georgian Airways-ის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.