1-ელი თებერვლიდან უკრაინაში ოპერირებას კიდევ ერთი „ლოუკოსტერი“ Laudamotion-ი იწყებს. ავსტრიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის “შვილობილი? კომპანიაა.

Laudamotion-ის სამარშუტო რუკაზე კიევი უკვე დატანილია. როგორც ირკვევა „ლოუკოსტერი“ ვენიდან კიევის მიმართულებით რეისებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს.

ავიაკომპანიის საიტზე ვენა-კიევის მიმართულებით ავიაბილეთის გაყიდვები ჯერჯერობით არ დაწყებულა. ავიაკომპანიას კიევის მიმართულებით რეისებზე არც ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს Ryanair-მა Laudamotion-ის აქციების 24,9%-ი შეისყიდა და სამომავლოდ Laudamotion-ში წილის ზრდას 75%-მდე გეგმავს.

Screenshot - 13_12_2018 , 10_43_33