1-ელი თებერვლიდან უკრაინაში ოპერირებას კიდევ ერთი „ლოუკოსტერი“ Laudamotion-ი იწყებს. ავსტრიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის “შვილობილი? კომპანიაა.
Laudamotion-ის სამარშუტო რუკაზე კიევი უკვე დატანილია. როგორც ირკვევა „ლოუკოსტერი“ ვენიდან კიევის მიმართულებით რეისებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს.
ავიაკომპანიის საიტზე ვენა-კიევის მიმართულებით ავიაბილეთის გაყიდვები ჯერჯერობით არ დაწყებულა. ავიაკომპანიას კიევის მიმართულებით რეისებზე არც ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს Ryanair-მა Laudamotion-ის აქციების 24,9%-ი შეისყიდა და სამომავლოდ Laudamotion-ში წილის ზრდას 75%-მდე გეგმავს.