უკრაინის ავიაბაზარზე, პუნქტუალურობის რეიტინგში Georgian Airways-ი ისევ ლიდერია. ავიაკომპანიამ, 2020 წლის იანვარში უკრაინის მიმართულებით განხორციელებული ავიარეისები დროის სრული სიზუსტით განახორციელა. ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, პუნქტუალურობის რეიტინგში Georgian Airways-ი მოწინავე პოზიციაზეა (100%) და პირველ ადგილს Alitalia-სთან, Scandinavian Airlines-თან (SAS) და Aegean Airlines-თან ერთად იყოფს.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შედგენილი რეიტინგის თანახმად, პუნქტუალური საერთაშორისო ავიაკომპანიების ჩამონათვალში მეორე პოზიციაზე Swiss International Air Lines-ია, რომელმაც პუნქტუალურობის რეიტინგში 94.1%-ი დააგროვა.
რეიტინგში მესამე ადგილზეა არიან airBaltic-ი და Air Arabia, რომელებმაც იანვარში უკრაინის ავაიბაზარზე განხორციელებული ავიარეისების 94.1%-ი დროულად განახორციელეს.
Georgian Airways-ი, რომელიც ამ დროისათვის უკრაინის მიმართულებით მხოლოდ თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებს, უკრაინის ბაზარზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში ხშირად მოწინავე პოზიციაზეა.