თურქულმა ავიაკომპანია AtlasGlobal-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტოები ავრცელებენ. ავიაკომპანია ძალიან მძიმე ფინანსურ სიძნელეებს გადააწყდა და იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა. 

AtlasGlobal-ი 200 წლიდან ევროპის, აზიის და თურქეთის ტერიტორიაზე ასრულეებდა როგორც რეგულარულ ასევე ჩარტერულ ავიარეისებს. ავიაკომპანია თავდაპირველად Atlasjet International Airlines-ის სახელით ოპერირებდა და Öger Holdings-ის საკუთრებას წარმოადგენდა. 2004 წელს ETS Group-მა აქციათა 45%-ი გამოისყიდა, ხოლო 2009 წლისთვის ავიაკომპანიაში საკუთარი წილი 90%-მდე გაზარდა. 2015 წელს კი კომპანიას სახელი გადაერქვა და ბაზარზე ოპერირება AtlasGlobal-ით დაიწყო. AtlasGlobal-ი ბაზირებული იყო სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში, ხოლო ახალი აეროპორტის გახსნის შემდეგ კი აეროპორტ “სტამბოლში”.