ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა შესაძლოა ევროპაში ნომერ პირველი აეროპორტის სტატუსი დაკარგოს და ადგილი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტს დაუთმოს. პოზიციების დაკარგვა ჰითროუს აეროპორტში ასაფრენ/დასაფრენი ბილიკების არასაკმარისი რაოდენობაა.

მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი რეკორდული რაოდენობით მგზავრებს იღებს, თუ კი სამომავლოდ ის არ გაფართოვდება მგზავრთნაკადის ზრდა აუცილებლად შეჩერდება და მგზავრთნაკადის მხრივ პირველ ადგილზე ჰითროუს აეროპორტი უშუალო კონკურენტი შარლ დე გოლის აეროპორტი აღმოჩნდება. ცნობისათვის. 2020 წლის იანვარში ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა 6 მლნ მგზავრ გაატარა. 

აეროპორტის გაფართოებისთვის კი დამატებით 950 აკრი მიწაა საჭირო, რაც აეროპორტს წელიწადში 756 ათასი რესის და 142 მლნ მგზავრის მომსახურების საშუალებას მისცემს.