უკრაინაში ახალი ავიაკომპანია დარეგისტრირდა. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, ავიაკომპანია Bees Airline-ს მფლობელი სერგეი სმირნია, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით ავიაკომპანიის მფლობელი კომპანია Tez Tour-ია. თავდაპირველად აღნიშნული ტურისტული კომპანიის უკან რუსული კაპიტალი იდგა, თუმცა დღეს ის ფრანგულ ქსელს წარმოადგენს და უკრაინაში მას სერგეი ბურტინი წარმოადგენს
წყაროს ინფორმაციით, Bees Airline-ს დაფუძნება თებერვალში იგეგმებოდა, უმცა პანდემიის გამო პროცესები შეფერხდა.
უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანიის მენეჯმენტს ავიაპარკში იმ თვითმფრინავებს გააერთიანებს, რომელიც ადრე FlyUIA-ს პარკში ირიცხებოდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაპარკი საწყის ეტაპზე ორ ერთეულ Boeing 737 800-ს გააერთიანებს.