Ukrainian National Airlines-ის შექმნის დაწყების შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ნოემბრის ბოლოს გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ მისი ოცნების ავიაკომპანია ოპერირებას 2022 წელს აუცილებლად დაიწყებს. ავიაკომპანიის ფლოტი საბოლოოდ კი 2025 წელს ჩამოაყალიბდება. ამასთან, უცნობია დაკომპლექტდება თუ არა ის მხოლოდ უკრაინული თვითმფრინავებით.
Ukrainian National Airlines-ი მხოლოდ შიდა ბაზარზე ორიენტირებული ავიაკომპანია არ იქნება და კომპანია საერთაშორისო ბაზრებზეც იაქტიურებს. ავიაკომპანიის მთავარი სამიზნე მაინც ევროკავშირის ქვეყნები იქნება.
პროექტის მიხედვით, Ukrainian National Airlines-ის ავიაპარკი 20 საჰაერო ხომალდს გააერთიანებს. თუმცა ეს იქნება მხოლოდ უკრაინული წარმოების თვითმფრინავები თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დროისათვის ვერ აკონკრეტებს. თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ Antonov-ის Ukrainian National Airlines-ისთვის აქტიურად იმუშავებს.