მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინაში შესალოა სამოქალაქო ფრენები განახლდეს.
უკრაინის ერთ-ერთმა სამოქალაქო აეროპორტმა შესაძლოა ომის დასრულებამდეც დაიწყოს მუშაობა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა აშშ-ში, ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.
ერმაკმა არ დააკონკრეტა აეროპორტის დასახელება და სამოქალაქო ავიაციის ფრენების დაგეგმილი აღდგენის დრო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცა სამოქალაქო ავიაციისთვის დახურულია. ამის მიზეზი კი რუსეთ-უკრაინის ომია. უკრაინაში სამოქალაქო ფრენები 2022 წლის თებერვლიდან აღარ სრულდება.
აეროპორტები უკრაინის საზღვართან: როგორ უნდა მოხვდეთ უკრაინაში და პირიქით ფრენისთვის