უკრაინაში ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ ქვეყანა საზღვრების გახსნას ელოდება საქართველოსთან, კვიპროსთან, მონტენეგროსთან და საბერძნეთთან. როგორც უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, ამ ქვეყნებთან საზღვრების გახსნა 1-ლი ივლისის შემდეგ იგეგმება. 

მინისტრის განმარტებით, ალბანეთი, აშშ და თურქეთი უკრაინის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 15 ივნისიდან ხსნიან. კრიკლიმ საკუთარი თანამოქალაქეები გააფრთხილა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის მათ COVID-19-ზე ტესტის ჩატარება მოუწევთ. 

მისივე თქმით, 15 ივნისიდან საზღვრები იხსნება დიდი ბრიტანეთთანაც, თუმცა ბრიტანეთში შემსვლელთათვის 14 დღიანი სავალდებულო საკარანტინო რეჟიმი იმოქმედებს.