უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან უკრაინაში ჩასულ მგზავრს COVID-19-ზე PCR ტესტის ჩატარება ან 14 დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს. რაც შეეხება PCR ტესტს მისი გაკეთება უნდა მოხდეს უკრაინის ტერიტორიაზე.
უკრაინას ეტაპობრივად „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალში შეყავს ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე აჭარბებს უკრაინის ანალოგიურ მონაცემს, ან თუ გასული 14 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნების სიას ყოველ 7 დღეში ერთხელ ანახლებს.
უკრაინის ტერიტორიაზე შემსვლელ პირს ჩამოტვირთული უნდა ქონდეს აპლიკაცია “Дій вдома” და მან 3 ვარიანტიდან უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი 1 ვარიანტი.
1. დაკვირვება სპეციალიზირებულ საკარანტინე ზონაში;
2. 14-დღიანი თვითიზოლაცია;
3. COVID-19-ზე PCR-ტესტის გაკეთება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ.
უფრო კონკრეტულად, რა პირობები უნდა დააკმაყოფილოთ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლისათვის შეგიძლიათ იხილოთ აქ:
შეგახსენებთ, რომ უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ნოემბერში 4 ჩარტერულ რეისს განახორციელებს.
რეისები 7-14-21-28 ნოემბერს განხორციელდება და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოემსახურება.
მგზავრებს Skyup Airlines-ის რეისებზე ბილეთების შეძენა შეუძლიათ, როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე https://skyup.aero/en/, ასევე საქართველოში SkyUp Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელში”.
თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს.