უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვოლოდიმირ ომელიანი კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ს უკრაინაში შვილობილი ავიაკომპანიის დაფუძნებას სთავაზობს.

ინტერესი უკრაინის მთავრობის წევრმა კატარის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ოფიციალურად დააფიქსირა.

მინისტრის განმარტებით, უკრაინაში ავიაციის დარგი საკმაოდ სწრაფად იზრდება, რაც თავის მხრივ მგზავრთნაკადის სოლიდურ ზრდასთანაა დაკავშირებული. მინისტრის თქმით, 2018 წელს უკრაინაში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და არსებული პროგნოზით, უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში მაჩვენებელი გაორმაგდება.