სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) საკუთარ თავზე აიღებს საავიაციო ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მართვას, კონტროლსა და განხორციელებას.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა ოლიმუივა ბენარდ ალიუმ სინგაპურში გამართული ავიაფორუმის გახსნისას გააკეთა.

„ხელოვნური ინტელექტის განვითარება სამოქალაქო ავიაციის ახალ გამოწვევებს ქმნის. ICAO, როგორც ზედამხედველი, რომელიც ასევე ადგენს ერთგვაროვან წესებს, გეგმავს ამ ტექნოლოგიების დანერგვას“, აღნიშნა ჩინოვნიკმა.

ალიუ ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი როლი ენიჭება სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელებს.

“მათ უნდა უზრუნველყონ კვალიფიციური პერსონალის ხელმისაწვდომობა, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიების მოთხოვნებს გაუმკლავდნენ”, – განაცხადა ალიუმ.

მისივე განმარტებით ყველა ეს საკითხი განიხილება საერთაშორისო ავიაციის ასამბლეაზე, რომელიც სექტემბერში მონრეალში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მსოფლიოს ავიაკომპანიებმა და აეროპორტებმა კიბერუსაფრთხოებაში თითქმის 4 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩადეს.