უხანის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობის განახლებისთვის ემზადება. ჩინური მედიის ინფორმაციით, აეროპორტი სატვირთო და სამგზავრო რეისების მიღებას 8 აპრილიდან განაახლებს. როგორც ირკვევა, საუბარია საუბარია არა საერთაშორისო სამგზავრო რეისების აღდგენაზე. ამ ეტაპზე, ასევე არ იგეგმება პეკინის მიმართულებით ფრენების განახლება.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 25 მარტიდან, ჰუბეის პროვინციას კარანტინის რეჟიმი მოეხსნა.