ამერიკულმა სატვირთო ავიაკომპანია Atlas Air-მა Boeing 747-8F-ის ბოლო პარტიის შეძენაზე გრძელვადიანი კონტრაქტები გააფორმა, რის შემდეგაც ამ ტიპის საჰაერო ხომალდების წარმოება შეწყდება.
ნიუ-იორკის შტატში ბაზირებულმა ავიაკომპანიამ დაანონსა, რომ ბოლო სამი B-747-8F, რომელიც ჯერ კიდევ ავიაკომპანიის ფლოტში არაა, პარტნიორების Cainiao-სა და Kuehne+Nagel-ის მიერაა დაფრახტული.
უცხოური მედიის ინფორმაციით, Atlas Air-მა 4 ერთეულ B-747-ზე შეკვეთა უკვე გააკეთა. ავიაკომპანიის პრეზიდენტი ჯონ დიტრიხი დარწმუნებულია, რომ ეს ოთხძრავიანი თვითმფრინავი თავის ღირებულებას მომდევნო წლების განმავლობაშიც შეინარჩუნებს, მაღალი დატვირთვისა და საწვავის შემცირებული მოხმარების წყალობით. ახალი მოდიფიკაციის თვითმფრინავები კი ამ მხრივ წინამორბედებისგან საკმაოდ განსხვავებულია.
გარდა ეკონომიურობისა ახალი მოდელების უპირატესობა თვითმფრინავის ცხვირიდან ტვირთის დატვირთვის შესაძლებლობაცაა.’
საქართველოში “ცის დედოფლებით” ოპერირებას დღეისათვის ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky ახდენს, რომელიც გასულ წელს გერმანულმა საავიაციო ჟურნალმა FlugRevue მსოფლიოს რარიტეტული თვითმფრინავების ავიაკომპანიად დაასახელა. როგორც სტატიის ავტორი პატრიკ ცვერგერი წერს, სერვისს, რომელსაც Geo Sky მომხმარებლებს სთავაზობს საკმაოდ მრავალფეროვანია.
ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-ს თვითმფრინავები 2020 წლიდან ფრანკფურტის აეროპორტში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუმცა ამ ამბავში არის მაინც რაღაც არაჩვეულებრივი, Geo Sky დაფრინავს ორი ბოინგ 747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც სამოქალაქო ავიაციაში უკვე ნამდვილ იშვიათობას წარმოადგენს.
ავიაკომპანიის ფლოტი მალე განახლდება ახალი თვითმფრინავებით.
Geo Sky ერთ-ერთ იმ ავიაკომპანიათაგანია, რომელიც ბოინგ 747-200 SF კლასიკს (ჯამბო) ექსპულატაციას უწევს
ბოინგ 747-200 ნამდვილ იშვიათობას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით სულ რაღაც 20-მდე ასეთი ჯამბო-ჯეტის კლასიკური ვერსია დაფრინავს ცაში. ამათგან დაახლოებით ერთი მესამედი აშშ-ს სამხედრო ძალების სამსახურშია, როგორც „Air Force One” VC-25A და “Doomsday” E-4B Nightwach. დანარჩენი საჰაერო ხომალდები კი სამოქალაქო ავიაციის ეგიდით დაფრინავს აშშ-ში, მოლდავეთში, ირანში, ყირგიზეთსა თუ საქართველოში.
2017 წლიდან ექსპულატაციაში
საქართველო 2017 წლიდან გახდა სამშობლო ორი ბოინგის 747-200, რომლებიც ემსახურებოდნენ ავიაკომპანია Geo Sky-ს. სატვირთო ავიაკომპანიამ 2017 წელს მიიღო ოპერირების უფლების ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან და დაიწყო ფრენები თავდაპირველად ერთით, ხოლო მოგვიანებით კი მეორე ბოინგითაც. ორივე ბოინგ 747-200-მა, რომლებიც ადრე ექსპულატაციაში იყო აშშ-ში, Kalitta Air -თან, უკვე დატოვა Geo Sky-ს ფლოტი 2019 წელს, თუმცა მათი ჩანაცვლება მოხდა არა ახალი ტიპის თვითმფრინავებით, არამედ იგივე ტიპის ორი ბოინგ 747-200-ით, რომელი საჰაერო ხომალდებითაც ახლა ოპერირებს ავიაკომპანია.
ქართველების ორივე ბოინგ 747-200 უკვე 34 წელია ცაშია, მანამდე კი ისინი British Airways- ის ფლოტში დაფრინავდნენ როგორც სამგზავრო ჯეტები.
Geo Sky-ის ორივე ჯამბოს ბევრი რამ აქვთ საერთო – გამოშვების წელი 1987 ბოინგის ქარხანა Everett. იმავე წელს, როგორც სამგზავრო თვითმფრინავები ისინი British Airways-ის სამსახურში ჩადგნენ და საუკუნეების გასაყარზე გადაკეთებულ იქნენ სატვირთო თვითმფრინავებად. შემდგომ წლების განმავლობაში კი იყვნენ Air Atlanta Icelandic და Malaysia Airlines სამსახურში 2012 წლამდე. 2012 წლიდან აღნიშნული საჰაერო ხომალდები გაჩერებული და შენახული იყო არიზონას თვითმფრინავების სპეციალურ აეროდრომზე გამოუყენებლად, 2019 წელს ავიაკომპანიამ Geo Sky ექსპულატაციაში დააბრუნა ორივე მათგანი და მას შემდეგ, ისინი ერთგულად ემსახურებიან საქართველოს, სარეგისტრაციო ნიშნით 4L-GEN და 4L-GEO. საჰაერო ხომლადმა სარეგისტრაციო ნიშნით 4L-GEO სულ რამოდენიმე კვირის წინ, გაიარა გეგმიური ტექნიკური შემოწმება დედაქალაქ ჯაკარტაში და თავისი ადრინდელი მუქი ლურჯი შეფერილობა შეიცვალა ლურ-წითელ ფერებში გაფორმებული Geo Sky-ს ლოგოთი. მისი ტყუპისცალი კი, დღემდე სახელდების გარეშე, თეთრ ფერში სერავს მსოფლიო ცას.
გადაზიდვები ჩინეთსა და ევროპაში
გადაზიდვის სპექტრი, რასაც Geo Sky სთავაზობს მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვანია.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე მითითებულია – ყველა სახის ლეგალური ტვირთის გადაზიდვა – სახიფათო ტვირთები, ყუთები, დიდი პალეტები, ავტომანქანები, ტექნიკა, სასოფლო სამეურნეო ტვირთები, მედიკამენტები და მალფუჭებადი ტვირთები.
ავიაკომპანიას ასევე გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები ბოინგ 747-200/300 ტიპის თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისათვის.
ევროპელების ყურადღების ცენტრში Geo Sky 2020 წლის გაზაფხულიდან მოხვდა, მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს ჩარტერული რეისების შესრულება ჩინეთის აეროპორტიდან თბილისის გავლით ფრანკფურტში, მაასტრიხტსა და ლიეჟში.
ავიაკომპანია Geo Sky გერმანიის ყველაზე დიდ ფრანკფურტის აეროპორტში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამჟამად, კვირაში სამჯერ ქართული ჯეტი, უმეტესად
4L-GEN ჩინეთიდან თბილისის გავლით დაფრინავს.
ავიაკომპანიის პოზიციები კიდევ უფრო განამტკიცა იმ ფაქტმა, რომ 2020 წლის 25 ნოემბრიდან Geo Sky პირველი ქართული სატვირთო ავიაკომპანიაა, რომელმაც გერმანიის საჰაერო ადმინისტრაციისგან რეგულარული რეისების შესრულების ნებართვა მიიღო, რაც რა თქმა უნდა ავიაკომპანიას გაფართოების კიდევ უფრო მეტ შანსებს აძლევს.
Geo Sky ფლოტს ბოინგ 747-400 შეემატება და ამავდროულად 747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდებიც ფრენას განაგრძობენ.