თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებდა, ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ბათუმში ამ დროისათვის არსებული მეტეოროლოგიური პირობებია. ავიაკომპანიის ბორტი ბათუმის აეროპორტში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ვერ დაჯდა და მიტომ ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი რიზეს საერთაშორისო აეროპორტში დაჯდება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა.