ისრაელის ავიაკომპანია EL AL-ის მგზავრები ამ დროისათვის ქუთაისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით გადაჰყავთ.
საჰაერო ხომალდმა თელ ავივი-ბათუმის რეისი ბათუმში უამინდობის გამო რეისი ვერ შეასრულა და ბორტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასვა.
თვითმფრინავის ბორტზე 171 მგზავრი იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ ბათუმის მიმართულებით რეისი გააუქმა თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlies-მა.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, სხვა დანარჩენი რეისები ამ დროისათვის უკვე არსებული განრიგის მიხედვითაა დაგეგმილი.