იმედია, რომ ეს არ იქნება Georgian Wings-ის ერთადერთი რეისი და უახლოეს ხანებში ვიხილავთ სხვა სიახლეებსაც, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე გაჩეჩილაძემ Georgian Wings-ის საჩვენებელ ფრენამდე გააკეთა.
დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Geosky – ის სამგზავრო მიმართულების Georgian Wings-ის სამგზავრო რეგულარული ფრენების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც Georgian Wings-ის ბორტმა ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა განახორციელა.
„შიდა რეისები საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვის ისე საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქვეყნის შიგნით გადაადგილების კუთხით. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ იქნება ერთადერთი რეისი ამ ავიაკომპანიის და უახლოეს ხანებში ვიხილავთ სხვა სიახლეებსაც“, – აღნიშნა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.
აღსანიშნავია, რომ 28 ივლისიდან Georgian Wings-ი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად შეასრულებს.