Turkish Airlines-ის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ ავიაკომპანიას წლის ყველაზე სწრაფად მზარდი გადამზიდველის ტიტული მიენიჭა. საჰაერო ტვირთების გადაზიდვის სფეროში STAT დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც მუმბაიმ უმასპინძლა,Turkish Cargo-მ 2021 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიის ჯილდო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოსთვის Turkish Cargo გახდა მეხუთე უმსხვილესი სატვირთო ავიაკომპანია მსოფლიოში და დაფიქსირდა ყველაზე სწრაფი ზრდა 25 გადამზიდველს შორის.

Turkish Airlines-ის ტვირთების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტურჰან ოზენმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია „სწრაფად მზარდი და განვითარებადი ლოგისტიკური ინდუსტრიის ცენტრშია სატვირთო თვითმფრინავებით, რომლებიც ემსახურებიან 132 ქვეყანას“.

“თურქეთის საჰაერო ტვირთების ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიური ინვესტიციების, ფართო ქსელისა და უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის დახმარებით, მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი ბრენდი მოხვდეს მსოფლიოს სამ საუკეთესო ავიაკომპანიას შორის“, – დასძინა მან.