ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია Fraport-მა Quiet Room-ის გახსნის შესახებ განაცხადა – ოთახი მგზავრებისთვის და სტუმრებისთვის, რომლებიც ეძებენ ადგილს ტერმინალის აურზაურისგან მოშორებით, მშვიდი დროის გასატარებლად.

Quiet Room-ი ტერმინალ 2-ის წინასწარი უსაფრთხოების ზონაში, ჩასხდომის დარბაზ E-ში მდებარეობს და ღიაა ყოველდღე 5:00-დან 23:00 საათამდე. ოთახში შესვლა ყველას შეუძლია – „განურჩევლად რელიგიისა და მსოფლმხედველობისა“.

Quiet Room-ის ფანჯრებზე ოქროს ასოებით იწერება მსოფლიოში ცნობილი მოაზროვნეების ციტატები. გარდა ამისა, განათებული დასაჯდომი და კუბური ფორმის ჭერის ჭაღები ქმნის დამამშვიდებელ ატმოსფეროს.

მსგავსი Quiet Room-ი 2017 წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებს სტუმრებისთვის გერმანიის უდიდესი ჰაბის ტერმინალის 1-ის სატრანზიტო ზონაში. ასევე ტერმინალებში არის ათი დამატებითი რელიგიური სალოცავი ოთახი ქრისტიანებისთვის, ებრაელებისთვის და მუსლიმებისთვის.