Turkish Cargo-ს თვითმფრინავმა (Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანია) სტამბოლის ახალ აეროპორტში პირველი რეისი განახორციელა.
Boeing 777F-მა აეროპორტ „სტამბოლში“ ტვირთი შანხაი-ბიშკეკი-სტამბოლის რეისით ჩამოიტანა. ხომალდმა მალევე განახორციელა რეისი სტამბოლი-აშკაბადი-დაკას მიმართულებით.
როგორც ცნობილია Turkish Cargo სატვირთო გადაზიდვებს მსოფლიოს 124 ქვეყანაში ახდენს.
Turkish Airlines-ის ავიაპარკი 336 თვითმფრინავს აერთიანებს, საიდანაც 23 ლაინერი სატვირთოა.
Turkish Cargo მსოფლიოს მასშტაბით 300 წერტილში ახდენს ფრენებს.