ავიაკომპანია Turkish Cargo-მ 2018 წელს 18 მლნ დოლარის თურქული ხილ-ბოსტნეული გადაზიდა, 71%-ით მეტი ვიდრე 2017 წელს. 2017 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით, Turkish Cargo-მ ავიარეისებით თურქეთიდან 10.5 მლნ დოლარის 6215 ტონა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი განხორციელდა.

2018 წელს ავიარეისებით გადაზიდული თურქული ხილ-ბოსტნეულის საექსპორტო ქვეყნების TOP-3-ში პირველ ადგილზეა ჰონგ-კონგი, სადაც 3.202 მლნ დოლარის აგროპროდუქტები გადაიზიდა. ხილისა და ბოსტნეულის საექსპორტო სამეულში მეორე ადგილზეა ნორვეგია, ხოლო მესამეზე სინგაპური.

2018 წელს თურქული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში დიდი წილი ალუბალზე მოდის, მეორე ადგილზეა სოკო, მესამეზე – ლეღვი.