თურქმა ბიზნესმენმა მთავრობას იდეა შესთავაზა, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის ტერიტორია კონგრეს ცენტრად გარდაიქმნას, ისე როგორც ეს გერმანიაშია.

​ათათურქის აეროპორტის გარდაქმნის თუ განვითარების გეგმა, რომელმაც ფუნქციონირება აპრილში შეწყვიტა, 2020 წლისთვის იქნება დამტკიცებული, განაცხადა ბიზნესმენმა ჯემ კინაიმ, რომელიც სასტუმროთა ქსელის Magic Life-ს ყოფილი პარტნიორია.

პროექტი ყოველწლიურად 5 მლნ ადამიანს მიიზიდავს და 5 მლრდ დოლარის შემოსავალს მოიტანს.

აეროპორტის მთავარი შენობა შესაძლოა ოსმანთა დინასტიის არტეფაქტების გამოფენის სივრცედ გადაიქცეს, რომელიც ამ დროისათვის ტოპკაპის მუზეუმშია დაცული.

თურქეთის მთავრობამ ათათურქის სახელობის აეროპორტის გასართობ-შემეცნებით ცენტრად გარდაქმა  სტამბოლის 15 მლნ მცხოვრებლის წინაშე დადო. სტამბოლის განვითარებასთან ერთად ქალაქში მწვანე ზონების დეფიციტი შეინიშნება და ამ სწორედ მიზნითაა გადაწყვეტილი აეროპორტის ტერიტორიის კონგრეს ცენტრად გარდაქმნა.