Turkish Airlines-მა სერვისების ექსპორტის ასოციაციასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც 2023 წლისთვის სამედიცინო ტურიზმს 5 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, ავიაკომპანია იმუშავებს ასოციაციის წევრ ყველა კომპანიასთან.

Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის აჰმედ ბოლატის განცხადებით, ავიაკომპანიის ეს გადაწყვეტილება, გაუმარტივებს მოგზაურობას თურქეთში სამედიცინო ტურიზმით მყოფ უცხოელ ტურისტებს.

საექსპორტო შემოსავლის ყოველწლიურ ზრდასთან ერთად, სამედიცინო სექტორს სჭირდება დახმარება ექსპორტის სერვისის გაყიდვების მიზნების მისაღწევად.

2022 წლის პირველ ნახევარში შემოსავალი 70%-ით გაიზარდა, წლიური ეკვივალენტი კი 34 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ახალი თანამშრომლობის ხელშეკრულების წყალობით, 2023 წელს ავიაკომპანიის მომსახურებით სარგებლობა 1,5 მილიონ პაციენტს შეეძლება, მომსახურების ექსპორტიდან ჯამური შემოსავალი კი 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

2000-იანი წლების დასაწყისიდან სამედიცინო ტურიზმზე დანახარჯი ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს კი 4,5%-მდე გაიზარდა. დღეისათვის, Turkish Airlines-ს 390 თვითმფრინავი და 66000 თანამშრომელი ჰყავს.