Skytra-ს მონაცემებით, ევროპაში ავიაბილეთების ფასები „პლატო“ გავიდა. ზაფხულში ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ მათი ფასების სტაბილიზაცია გამოიკვეთა, ამბობენ ექსპერტები.

2022 წლის უმეტესი დროის განმავლობაში ევროპულ მიმართულებებზე ავიაბილეთებს საკმაოდ მაღალი ფასი ჰქონდა, რადგან კონტინენტზე Covid-ის უმეტესი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზარდა.

„ჩვენმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ევროპის შიგნით ფრენებზე, ეკონომ კლასის ბილეთების საშუალო ფასი თანდათან დასტაბილურდა და ივლისის ბოლოს ოდნავ კლებაც კი დაიწყო“, – განაცხადა ელისა ვებერმა, Skytra-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

Skytra-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე დაამატა, რომ შიდა ავიაბილეთები ჩრდილოეთ ამერიკაში „რჩება მაღალი“, თუმცა ისინი „ოდნავ შემცირებულია“ 2022 წლის ივნისის პიკთან შედარებით.

ამ თვის დასაწყისში, CWT-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ავიაბილეთის ფასები ზრდას 2023 წელსაც გააგრძელებს.