თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის და დაძაბული სამხედრო ვითარების ფონზე რამდენიმე მიმართულებით ფრენების გაუქმება გაახანგრძლივა.

ავიაკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თურქეთიდან ფრენები არ შესრულდება უკრაინის, ბელორუსის, რუსეთის და მოლდოვას მიმართულებით. უფრო კონკრეტულად კი:

  • უკრაინის ყველა ქალაქის მიმართულებით ფრენები გაუქმებულია 10 აპრილის ჩათვლით,
  • ბელორუსის ყველა ქალაქის მიმართულებით ფრენები გაუქმებულია 31 მარტის ჩათვლით,
  • მოლდოვას ყველა ქალაქის მიმართულებით ფრენები გაუქმებულია 10 აპრილის ჩათვლით,
  • რუსეთის მიმართულებით, უფრო კონკრეტულად სოჭისა და როსტოვის დონის მიმართულებთ, ფრენები გაუქმებულია 10 აპრილის ჩათვლით.

Turkish Airlines-ის ინფორმაციით, კომპანიის მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტურისტულ სააგენტოებს ბილეთების გადაცვლა/დაბრუნებასთან დაკავშირებით, დაასრულონ პროცედურა ოფიციალურ ვებგვერდზე ან დაუკავშირდნენ Turkish Airlines-ის  ქოლ ცენტრს  +90 850 333 0 849.

.