რუსეთმა დნიპროს აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა დამპყრობლებმა დნიპროს აეროპორტზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს.

“ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი განადგურებულია. დაზიანდა ტერმინალი. არის ფართომასშტაბიანი ნგრევა”, – განმარტავს დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვალენტინ რეზნიჩენკო.

მისივე განმარტებით, აეროპორტის ინფრასტრუქტურის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.