თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-მა გრძელვადიანი ფრახტით ექვსი Boeing 737-800 თვითმფრინავი აიღო, რომლებიც უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის SkyUp Airlines-ის ფლოტში ირიცხება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Airport Haber-ი ავრცელებს.
ამჟამინდელმა ოპერატორმა ხომალდების იჯარით აღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საომარი მოქმედებების გამო სამოქალაქო ავიაციისთვის უკრაინის საჰაერო სივრცე ორ თვეზე მეტია დაკეტილია და SkyUp Airlines-ის თვითმფრინავები უფუნქციოდ იყო დარჩენილი.
საუბარია SkyUp Airlines-ის ყველა ხელმისაწვდომ თვითმფრინავზე. ყველა მათგანი სველი ლიზინგის სქემით იმუშავებს. კიდევ ოთხი Boeing-ი ჩანს უკრაინის რეესტრში და იმყოფება ოპერატორის ბალანსზე, მაგრამ მათი რეალური მდებარეობა მითითებული არ არის .
მანამდე თურქული მედია წერდა, რომ ტურისტული სეზონისთვის Turkish Airlines-ი ფლოტის გაფართოებას გეგმავდა. მით უფრო, რომ ავიაკომპანია რუსეთი ტურისტების მომსახურებას აპირებს.
აღნიშნული ტიპის თვითმფრინავების მაქსიმალური ტევადობა 189 ადგილია. ეს არის საუკეთესო ვარიანტი ტურისტული ტრანსპორტირებისთვის, მაგრამ ექსპერტების თქმით, ამ ხომალდების რუსეთში გაგზავნის ალბათობა უკიდურესად მცირეა.
გადამზიდავისთვის უფრო ლოგიკური იქნებოდა მათი გამოყენება შიდა მარშრუტებზე, მათ შორის შვილობილი კომპანია AnadoluJet-ისთვის გადაცემით.