თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მნიშვნელოვანი ინოვაციების მეშვეობით, საკუთარ მგზავრებს ხარისხიანი მოგზაურობის გამოცდილებას სთავაზობს. გლობალურმა ბრენდმა ბიზნეს კლასის მგზავრებს Lanvin-ის სამგზავრო ნაკრების ახალი კოლექცია წარუდგინა.
ბიზნეს კლასის სამოგზაურო ნაკრების სპეციალური ხუთ საგნისგან შედგება, რომლებიც შექმნილია მდგრადი დიზაინის გათვალისწინებით და ეს არის დიზაინი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ფუფუნებას და ელეგანტურობას.
Lanvin-ის ყველაზე საკულტო ჩანთები, რომელიც ბიზნეს კლასის მგზავრებისთვისაა გამიშხუილია, საგულდაგულოდ არის შემუშავებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ხელახლა გამოყენება.. ჩანთა აერთიანებს შეზღუდული გამოშვების Lanvin-ის კოსმეტიკას და ყურადღებით შერჩეულ ინგრედიენტებს, რათა თქვენი მოგზაურობის გამოცდილება უნიკალურ გამოცდილებად აქციოს.
კომპლექტებში ასევე შედის ხელის და ტანის ლოსიონი და ტუჩის ბალმი, რომელიც შეიცავს კაკაოს თესლის კარაქს, შიის კარაქს, ზეითუნის ზეთს და ქოქოსის ზეთს, რათა ფრენის დროს ოპტიმალური დატენიანება უზრუნველყოს.
ბიზნეს კლასის სამგზავრო ნაკრების, რომელიც განკუთვნილია მამაკაცებისთვის განთავსებულია ყავისფერ და შავ ფერებში, ხოლო ქალბატონებისთვის ყავისფერ და კრემისფერ ჩანთებში. კოლექციის კიდევ ერთი ნაწილი, ჩანთა-საფულის შავი და ყავისფერი მოდელი, მგზავრებს ემსახურება საერთაშორისო ფრენებზე (ბიზნეს კლასი) 5-8 საათის ინტერვალით.
ამავდროულად, ნაკრების ყველა პროდუქტი შემუშავებულია მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით. თვალსაბურავი და წინდები დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან, რაც ამცირებს ბუნებრივი რესურსების გამოყენებას და ინარჩუნებს კომფორტს და ელეგანტურობას. ნაკრების ყურსასმენები წარმოდგენილია ქაღალდის შეფუთვაში, რათა შეამცირონ ერთჯერადი პლასტმასის რაოდენობა. კბილის ჯაგრისი დამზადებულია ბამბუკისგან.