თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა საერთაშორისო რეგულარული ფრენების აღდგენა ისევ გადაავადა. როგორც Reuters-ი წერს ავიაკომპანია, ორ თვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ, საავიაციო ხელისუფლებისგან შესაბამისი ნებართვებს მიღების მოლოდინაშია.
Turkish Airlines-ს COVID-19-ის პანდემიის ფონზე როგორც შიდა ასევე საერთაშორისო რეგულარული ფრენების შეჩერება მოუხდა, თუმცა შიდა ფრენების აღდგენა 3 ივნისიდან მოახერხა.
ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ იგეგმებოდა ფრენების აღდგენა 40 ქვეყნის მიმართულებით და ამ დროისათვის ფრენების გახსნაზე შეთანხმება მიღწეული იყო 15 ქვეყანასთან, მათ შორის ჩრდილოეთ კვიპროსის, საბერძნეთის, ბაჰრეინის, ბულგარეთისა და კატარის მიმართულებით.
თუმცა როგორც Turkish Airlines-ში განმარტავენ მათ საერთაშორისო რეგულარული ფრენების განსახორციელებლად შესაბამისი ნებართვები ჯერჯერობით არ მიუღიათ.