თურქულმა ავიაგადამზიდავმა Turkish Airlines-მა ქვეყანაში ტყის ხანძრების ლიკვიდირებისთვის კიდევ ორი ვერტმფრენი დაიქირავა.

ვერტმფრენებს მი-8-ს და მი-17-ს შესაძლებლობა აქვთ 2,5 ტონა წყალი გადაზიდონ. ავიაკომპანიებმა აღნიშნული ვერტმფრენი ორი თვით იქირავეს. 

შვეულმფრენები განთავსდა თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, დალამანის აეროპორტში მუღლას პროვინციაში.

ავიაკომპანიის განმარტებით, კომპანია ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებები მესამე ვერტმფრენის მიწოდებაზე.