საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

​საერთაშორისო *საჰაერო* მიმოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში შეზღუდვების გარეშე შემოსვლა შეუძლია *უცხო ქვეყნის მოქალაქეს*, რომელსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვს COVID-ინფექცია (დადასტურებული PCR დადებითი ტესტით) და აცრილია *ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით* (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია არანაკლებ 14 დღისა).

​ხოლო საერთაშორისო *სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო* მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

​ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ვაქცინები: ასტრაზენეკა (კორეული, ინდური), პფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი, ჯონსონი და მოდერნა.