2023 წელს Turkish Airlines-მა 83,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც ავიაკომპანიისთვის ისტორიული რეკორდია. ეს მაჩვენებელი 16,1%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
2022 წლის იანვარ-დეკემბერში თურქული გადამზიდავის საერთაშორისო მგზავრთნაკადმა 23,4 მილიონ მგზავრს მიაღწია, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 27,1%-ით გაიზარდა და 29,8 მილიონი შეადგინა.
Turkish Airlines-ის დატვირთულობის საერთო მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,9 პუნქტით გაიზარდა და 82,6% შეადგინა.
2022 წელს განვლილი მანძილი ადგილების რაოდენობასთან შედარებით იყო 201,8 მილიარდი კმ, ხოლო 2023 წელს ეს მაჩვენებელი 16,4%-ით გაიზარდა და 234,8 მილიარდი კმ შეადგინა.