თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა რეგიონში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის Mediterranean Tourism Award მიიღო.
ავიაგადამზიდავის განცხადებით, კომპანიას ჯილდო ხმელთაშუა ზღვის ტურიზმის ფონდის (MTF) მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გადაეცა.
”ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ ჩვენი რეგიონის მდგრადი ტურისტული პოტენციალი, რომლის მნიშვნელოვანი და გამორჩეული ელემენტი ვიყავით მთელი ისტორიის განმავლობაში“, – თქვა ჯილდოს მიღებისას Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშმა.
2013 წელს დაარსებული MTF მიზნად ისახავს გააძლიეროს მდგრადი ტურიზმის პოტენციალი მთელს რეგიონში მშვიდობის, თანამშრომლობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის გზით.
1933 წელს დაარსებული Turkish Airlines-ი 345 მიმართულებით 129 ქვეყანაში ოპერირებს.